суббота, 19 июля 2014 г.

მოდული 8

ჩემს  მიერ  მოძიებული  ინფორმაცია და პრეზენტაცია  გამოვაქვეყნე  ინტენეტში. გავეცანით  ერთმანეთის   შექმნილ  პრეზენტაციებს  და განვიხილეთ ისინი..

მოდული 7

გავაგრძელე    პროექტის  გეგმაზე მუშაობა. დეტალურად  დავიწყე გეგმაზე  მუშაობა.  შევავსე  შეფასების  დროის   ჩარჩო:  პროექტზე  მუშაობა  დაწყებამდე,  უშუალოდ  მუშაობის  დროს  და დასრულების  შემდეგ. აღვწერე   შეფასების   ფორმები,  საბაზისო  უნარ -ჩვევები და სასწავლო  პროცედურები.

მოდული 6

ვიმუშავე  დიფერენცირებული  სწავლების გრაფაზე პროექტის  გეგმაში.   აღვწერე  რა სახის  დახმარება  სჭირდებათ სპეციალური  საჭიროებების,  არაქართულენოვან   და მაღალი  აკადემიური მოსწრების   მქონე  მოსწავლეებს  პროექტის  მსვლელობისას. მივუთითე   სასწავლო  თემისათვის  საჭირო  რესურსები  და  მასალები.

მოდული 5

შევქმენი მოსწავლეთა  ნამუშევრების შეფასების  რუბრიკა. ამისათვის  გადავხედე   სხვათა შეფასებებს  , გამოვიყენე ინტელის  წიგნი .

მოდული 4

შევქმენი მოსწავლის  ნამუშევრის  ნიმუში მათი ინტერესების  და ძლებლობების   გათვალისწინებით - ბუკლეტი  სანკტ -პეტერბურგის  შესახებ.  გავწერე   თუ რა უნარ-ჩვევებს  შეიძენენ ბუკლეტის  შექმნისას  მოსწავლეები .